“უკრაინელებს სიმამაცე არ ეწურებათ, მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეებმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალისა და იარაღის მიწოდება სასწრაფოდ უნდა გააქტიურონ.

„უკრაინელებს სიმამაცე არ ეწურებათ, მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ. ჩვენ ერთად შეგვიძლია, მივაწოდოთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება. ამის გასაკეთებლად ახლა პოლიტიკური ნება უნდა გამოვავლინოთ”, – თქვა მან.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის ყველა მოკავშირემ უკრაინას დახმარება სწრაფად უნდა გაუწიოს.

„დაყოვნების ყოველი დღე სავსეა რეალური შედეგებით უკრაინის ბრძოლის ველზე. ასე რომ, ახლა არის კრიტიკული მომენტი და დიდი ისტორიული შეცდომა იქნება პუტინისთვის გამარჯვების უფლების მიცემა“, – დასძინა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები