ლე პენმა, მოულოდნელად, პუტინი უკრაინაში შეჭრისთვის გააკრიტიკა
საფრანგეთის მემარჯვენე პოპულისტური “ნაციონალური გაერთიანების” ყოფილმა ლიდერმა, მარინ ლე პენმა, რომელიც “პუტინის მეგობრის” რეპუტაციით სარგებლობა, მოულოდნელად, კრემლის ლიდერი უკრაინაში შეჭრის გამო გააკრიტიკა.
ამის შესახებ BFMTV იტყობინება.
ეროვნული ასამბლეის ტრიბუნიდან ლე პენმა განაცხადა, რომ 24 თებერვალს უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმით რუსეთმა „ევროკავშირის კარებთან დაიწყო ომი და გამოიწვია, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ყველაზე დრამატული გეოპოლიტიკური კრიზისი“. მან ათასობით დაღუპული და დაშავებული გაიხსენა, მილიონობით ადამიანი, რომელსაც თავიანთი ქალაქების დატოვება მოუწია.
“უკრაინულ ერს, რომელიც აგრესიის სამიზნე გახდა, ჩვენი დიდი პატივისცემა და მხარდაჭერა. სწორედ უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის წყალობით დამარცხდა რუსეთი“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.
მისი თქმით, საფრანგეთი უკრაინას დახმარებას უწევს როგორც უკრაინელებისთვის თავშესაფრის გამოყოფის სახით, ასევე, მატერიალური დახმარების სახით, იარაღის ჩათვლით და საფრანგეთი „არ უნდა გაწითლდეს“ გაწეული დახმარების გამო.
ამავდროულად, ლე პენმა ემანუელ მაკრონის სიტყვები გააკრიტიკა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დასავლელი პარტნიორების ჯარის ყოფნას არ გამორიცხავს.
”მან ბევრი დედაქალაქის კრიტიკა გამოიწვია და საბოლოოდ მიაღწია იმას, რომ ვლადიმერ პუტინს თავდაჯერებულობა შემატა. საუკეთესო სტრატეგიული ორაზროვნება – სიჩუმეა”,- თქვა ლე პენმა.