ბჟანიას კორტეჟი ავარიაში მოჰყვა – დე ფაქტო პრეზიდენტი ერთ-ერთ მანქანაში იმყოფებოდა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას კორტეჟი ავარიაში მოჰყვა.
ტელეგრამის არხი – “აბხაზსკი პორტალ” წერს, რომ ე.წ. პრეზიდენტი ერთ-ერთ ავტომობილში იმყოფებოდა.
მათი ინფორმაციით, ბჟანიას კორტეჟის მანქანა გამვლელ სატრანსპორტო საშუალებას დაეჯახა.
აღნიშნულია, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის მანქანამ შემთხვევის ადგილი მალევე დატოვა, ხოლო დაზიანებული ავტომობილი ე.წ. მინისტრთა კაბინეტის შენობასთან დგას.
უცნობია, არის თუ არა აღძრული ე.წ. სისხლის სამართლის საქმე.
შემთხვევა, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა.