“სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ტრამპისთვის მიცემული ხმა პუტინის გუნდისთვის მიცემული ხმაა” – ჰილარი კლინტონი
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც ფლორიდაში დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის არ აპირებს უკრაინისთვის ფულის გამოყოფას.
ჰილარი კლინტონმა სოციალურ ქსელში ტრამპისთვის მიცემული ხმა პუტინის სასარგებლოდ მიცემულ ხმასთან გააიგივა.
”დღითი დღე სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ტრამპისთვის მიცემული ხმა პუტინის გუნდისთვის მიცემული ხმაა”, – დაწერა მან X-ში.