ათობით დაღუპული და ათასობით დაშავებული – ირანში ცეცხლის ფესტივალზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ირანში ჩაჰარშანბე-სურის დღესასწაულზე დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 4 360 მოქალაქე.
ამის შესახებ Mehr-ი იტყობინება.
ირანის სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსის თქმით, დღესასწაულის პერიოდში, რომელიც ქვეყანაში 20 თებერვლიდან 11 მარტის პერიოდში აღინიშნება, სასწრაფო დახმარების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
მედია წერს, რომ მხოლოდ თეირანში ერთ დღეში 1,8 ათასი ზარი შევიდა, რომელიც დაკავშირებული იყო ხანძრის საფრთხესთან და შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
მოქალაქეები, ძირითადად, დამწვრობებს ცეცხლზე გადახტომის და პიროტექნიკის არასათანადო გამოყენების დროს იღებენ.
გასულ წელს დღესასწაულზე 700-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, სულ მცირე, 17 დაიღუპა.