ბაიდენის განცხადების გამო, უნგრეთმა აშშ-ის ელჩი დაიბარა

უნგრეთმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადების გამო, შეერთებული შტატების ელჩი დაიბარა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებს „ტყუილი“ უწოდა.

„ჩვენ ვთხოვეთ ელჩს, ეჩვენებინა ციტატა მდებარეობისა და დროის მიხედვით“, – აღნიშნა სიიარტომ და უარყო, რომ ორბანს ოდესმე უთქვამს ის, რაც ბაიდენმა აღწერა – „ეს არის ძალიან სერიოზული შეურაცხყოფა. ჩვენ არ მოგვეთხოვება ვინმესგან ასეთი სიცრუის მიღება, თუნდაც ეს ადამიანი იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი“.

„ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ელჩი პრესმენი „გადაუდებელ“ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს დილით „დაიბარა“ შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით. ელჩი პრესმენი ყოველთვის მიესალმება შესაძლებლობას განიხილოს უნგრეთის დემოკრატიის მდგომარეობა ჩვენს მოკავშირესთან“, – განაცხადა ბუდაპეშტში აშშ-ის საელჩოს სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ ფილადელფიაში, საარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი ვიქტორ ორბანთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს დიქტატურა სურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები