პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან სატვირთო ავტომობილების მოძრაობა სრულად გადაკეტეს

პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან სატვირთო ავტომობილების მოძრაობა ხუთი მიმართულებით სრულად გადაკეტეს.

ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, პუნქტებთან ამ დროისთვის 1 500 სატვირთო ავტომობილია გაჩერებული და ელოდება გზის გახსნას.

გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტომობილები და ავტობუსები საზღვარს ხუთივე მიმართულებაზე უპრობლემოდ კვეთენ, თუმცა, არის შეფერხება. პოლონელი ფერმერები უკვე რამდენიმე თვეა, მართავენ საპროტესტო აქციებს. სხვა პრობლემებს შორის, მათთვის ასევე ყველაზე დიდი პრობლემა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები