ზელენსკიმ ლობიზმის შესახებ კანონს მოაწერა ხელი, რომელიც ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნაა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ლობირების კეთილსინდისიერების” კანონს მოაწერა ხელი, რომლის მიღებაც ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.
კანონი განსაზღვრავს უკრაინაში ლობისტური საქმიანობის სამართლებრივ ჩარჩოს, სუბიექტების უფლებებსა და მოვალეობებს; ითვალისწინებს გამჭვირვალობის რეესტრის შექმნას, ლობირების სუბიექტებად გამოვლენილ პირთა ანგარიშებს და ლობირების წესებთან მათი შესრულების მონიტორინგს.
კანონი უნდა ამოქმედდეს გამჭვირვალობის რეესტრის ამოქმედებიდან ორი თვის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 1-ელი იანვრისა.
კანონი უმაღლესმა რადამ 23 თებერვალს მიიღო.