მაკრონი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინას უახლოეს კვირებში ეწვევა.

ამის შესახებ AFP ელისეის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

განცხადება მაკრონის და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა.

ელისეის სასახლის ინფორმაციით, “ორი ქვეყნის ლიდერი მჭიდრო კონტაქტზე შეთანხმდა, კერძოდ, რესპუბლიკის პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც უახლოეს კვირებში გაიმართება”.

საფრანგეთის პრეზიდენტმა „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ შეთანხმების დასასრულებლად უკრაინაში ვიზიტის შესახებ ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, თუმცა, კონკრეტული თარიღი ცნობილი არ იყო. მოგვიანებით, ვიზიტი “უსაფრთხოების მიზეზების გამო” გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები