ოკუპანტებმა ხარკოვი და ოდესა დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ხარკოვი და ოდესა დაბომბეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა.

ადგილობრივი ხელისუფლება არ აკონკრეტებს, თუ რომელ ობიექტებზეა საუბარი.

უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ დრონების დარტყმის შედეგად ადმინისტრაციული შენობები დაზიანდა, ასევე, კერძო სახლებში მინები ჩაიმსხვრა.

წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, ოდესის თავზე 10 “შაჰედი” ჩამოაგდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები