“ყვითელ-ლურჯი დროშა გვაქვს და სხვა დროშებს არ აღვმართავთ” – უკრაინაში რომის პაპს უპასუხეს
უკრაინის ოფიციალური პირები რომლის პაპის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელმაც თქვა, რომ “უკრაინას „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა უნდა ჰქონდეს”.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ X ქსელში დაწერა, რომ „ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც სიკეთისა და ბოროტების ბრძოლაში სიკეთის მხარეს დგება, არ ცდილობს მათ გათანაბრებას და ამას მოლაპარაკებებს უწოდებს“.
კულებამ, ასევე, მიანიშნა ვატიკანის პოზიციაზე მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც პაპმა პიუსმა, ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, იცოდა ნაცისტების მიერ ებრაელთა მასობრივი მკვლელობის შესახებ, მაგრამ არაფერი გააკეთა.
“მოგიწოდებთ, არ გაიმეოროთ ისტორიული შეცდომები და თანმიმდევრულად მხარი დაუჭიროთ უკრაინას და მის ხალხს საკუთარი სიცოცხლისთვის სამართლიან ბრძოლაში. ჩვენი დროშა ყვითელ-ლურჯია. მის ქვეშ ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ. ჩვენ სხვა დროშებს არ აღვმართავთ“, – დაწერა მინისტრმა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ფრანცისკეს განცხადება პირდაპირ არ უხსენებია, თუმცა თქვა, რომ “რუსული აგრესია არ ვრცელდება ევროპაზე მხოლოდ იმიტომ, რომ მას უკრაინელი ქალები და კაცები აკავებენ იარაღით ხელში და ყვითელ-ლურჯი დროშის ქვეშ“.