რომის პაპი აცხადებს, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს „თეთრი დროშის“ აღმართვისა და მოლაპარაკებების დაწყების გამბედაობა

უკრაინას უნდა ჰქონდეს „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა, – აღნიშნულის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ შვეიცარიული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ინტერვიუ თებერვალშია ჩაწერილი და სატელევიზიო ეთერში 20 მარტს გავა.

პაპს კითხვა დაუსვეს სხვადასხვა მხარეთა შორის დებატებზე, რომლის ერთი ნაწილიც ფიქრობს, რომ უკრაინა უნდა დანებდეს, რადგან ვერ შეძლო რუსეთის შეჩერება, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ეს აგრესორის ქცევის ლეგიტიმაციას ახდენს. ინტერვიუს დროს ტერმინი „თეთრი დროშა“ თავდაპირველად ჟურნალისტმა გამოიყენა.

„მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი არის ის, ვინც სიტუაციას უყურებს, ფიქრობს ხალხზე, „თეთრი დროშის“ აღმართვის გამბედაობა აქვს და აწარმოებს მოლაპარაკებებს. სიტყვა „მოლაპარაკებები” ვაჟკაცური სიტყვაა. როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმე არ მიდის კარგად, უნდა გქონდეს მოლაპარაკებების წარმოების გამბედაობა“, – განაცხადა რომის პაპმა.

ვატიკანის პრესსამსახურის დირექტორმა მატეო ბრუნიმ რომის პაპ ფრანცისკეს ინტერვიუ ახსნა, რომელშიც პონტიფი უკრაინას „თეთრი დროშის აღმართვის გამბედაობა“ ურჩია.

„პაპი ტერმინს „თეთრი დროშა“  ინტერვიუერის მიერ შემოთავაზებულ სახიერების საპასუხოდ იყენებს, რათა  საომარი მოქმედებების შეწყვეტის, მოლაპარაკებების გამბედაობით მიღწეული ზავისკენ მოუწოდებს. ინტერვიუს სხვა მონაკვეთში, პაპმა ნათლად განაცხადა: „მოლაპარაკება არასოდეს არის კაპიტულაცია“, – აცხადებს მატეო ბრუნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები