“Taurus-ი უკრაინაში ომის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს” – პისტორიუსი

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ შორი მანძილის Taurus-ის რაკეტები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.

ამის შესახებ მან ჰელსინკიში პრესკონფერენციაზე განაცხადა, – წერს Yle.

პისტორიუსმა თქვა, რომ გერმანია ამ ტიპის რაკეტების მიწოდებაზე უარს იმიტომ ამბობს, რომ არ სურს, გახდეს ომის მონაწილე მხარე.

”ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ შორი დისტანციის რაკეტები არ იქნება გადამწყვეტი ომში,” – თქვა პისტორიუსმა.

ჰელსინკიში გერმანელი მინისტრი ფინელ კოლეგას, ანტი ჰაკანენს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები