“იესო”, “ამინ 666”, “გიჟო”, “სექსი”, “ლუდი”, “ღმერთი” – ქართველი ავტომფლობელების ახალი ნომრები
როგორც ჩანს ქართველი ავტომფლობელები ფანტაზიას არ უჩივიან და ისინი საავტომობილო ნომრების ახალ-ახალ კომბინაციებს იგონებენ. ახალ ნომრებში ქართული ხასიათიდან გამომდინარე უდავო პირველობას მგელი და მისი უცხოური ვარიაციები იკავებს. ქართველი ვაჟკაცი ხომ ოდითგანვე მგელს ედარებოდა (ვახტანგ გორგასალი და ხალხური პოეზიაც უთუოდ ეყვარებათ). ავტომფლობელებმა არც ცხოვრების წესად ქცეული კაზინოს თამაშები დაივიწყეს, შედეგად გვაქვს სერიები ” al-in” და “ze-ro”. ერთი ავტომფლობელი როგორც ჩანს “რექსონას” და სხვა ჰიგიენური საშუალებების მოწინააღმდეგეა, შესაბამისად მის ავტოს ამშვენებს სერია “of-li”. ღმერთს და რელიგიას ხომ არ დავივიწყებდით ? რა თქმა უნდა არა, შესაბამისად გამოჩნდა სერიები ” gm-1**-ti”, “ye-so”, “pa-pi”, “am-in”, il-20*-et”, “be-ri”. ერთი ავტომფლობელი უფრო შორს წავიდა და ფანტაზიის გასაოცარი უნარი გამოავლინა. როგორც ჩანს ამ პიროვნებას არც ღმერთის განაწყენება მოუნდა და არც ეშმაკის, შესაბამისად ჩვენს ქუჩებში ღმერთისა და ეშმაკის იმედად დაჰქრის ავტო, რომელსაც ავტომობილის ნომრად “am-666-in” აქვს.