ლიეტუვის დაზვერვა: რუსეთს შეუძლია, უკრაინაში ომი “ამჟამინდელი ინტენსივობით”, სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში აწარმოოს

ნავთობზე მაღალი ფასები, სანქციების გვერდის ავლა და სახელმწიფო ინვესტიციები რუსეთს საკმარის რესურსს აძლევს უკრაინაში, არსებული ინტენსივობით, სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად და ეს შესაძლოა, სულ მცირე, კიდევ ორი ​​წლის განმავლობაში გაგრძელდეს.

ამის შესახებ ლიეტუვის სადაზვერვო სამსახურების ერთობლივ ანგარიშშია ნათქვამია, – წერს Reuters-ი.

დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა 2023 წელს თავისი არმიის რეფორმირება შეძლო და ცდილობს, გააფართოოს სამხედრო შესაძლებლობები ნატოსთან საზღვრის გასწვრივ, მათ შორის, ფინეთის მახლობლად.

ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის წინაშე არსებული საფრთხეების ყოველწლიურ შეფასებაში.

„მოსკოვს შეუძლია, შეაფასოს მიღებული გაკვეთილები და გააუმჯობესოს საბრძოლო ეფექტურობა“, – ნათქვამია მოხსენებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები