მედია: რუსებმა ოდესაში ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
რუსეთმა ოდესაში ზელენსკის კორტეჟზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
ამის შესახებ ბერძნული გაზეთი Prototema ქვეყნის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის წყაროს მტკიცებით, დარტყმა იმ დროს განხორციელდა, როდესაც ზელენსკის კორტეჟი ბერძნულ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.
აღნიშნულია, რომ საბერძნეთის დელეგაციაში არავინ დაშავებულა.
ბერძნული მედიის ცნობით, აფეთქება საბერძნეთის პრემიერმინისტრ კირიაკოს მიცოტაკისისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, 150 მეტრის დაშორებით იმ ადგილიდან მოხდა, სადაც საბერძნეთის მისია იყო განთავსებული. დელეგაციაში პრემიერმინისტრის გარდა რვა ადამიანი და მათი დაცვის წევრები იმყოფებოდნენ.
სარაკეტო დარტყმის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კიევში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
— Newsfeed (@Newsfeed883920) March 6, 2024