უკრაინის სამხედროების მიერ რუსული გემის ჩაძირვას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში აცხადებენ, რომ ფეოდოსიაში რუსული საპატრულო გემის – „სერგეი კოტოვის“ ჩაძირვას მსხვერპლი მოჰყვა.

უწყების წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი ამბობს, რომ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა, ადგილზე ათობით, სასწრაფო დახმარების მანქანა იმყოფებოდა.

„არიან დაღუპულები და დაჭრილები. თუმცა, ეკიპაჟის ნაწილი შესაძლოა, ევაკუირებული იყო. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია ათზე მეტი სასწრაფო დახმარების მანქანაზე, რომელიც ადგილზე გამოიძახეს”,- თქვა მან “რადიო თავისუფლების” ეთერში.

უკრაინის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში განაცხადეს, რომ “სერგეი კოტოვი” გამთენიისას საზღვაო დრონით ჩაძირეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები