“3 მარტს უნდა გადავხტეთ” – TikTok-ში გავრცელებული ვიდეოს გამო, ​გუდაუთაში მშობლებმა მილიციას მიმართეს

ოკუპირებული გუდაუთის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების მშობლებმა მილიციას TikTok-ში გავრცელებული სახიფათო შინაარსის ვიდეოს გამო მიმართეს.

რაიონის მილიციის უფროსის, ზოსმა გიცბას თქმით, მე-3 კლასის მოსწავლემ სოციალურ ქსელში ნახა ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ “3 მარტს მესამე ან მეხუთე სართულიდან უნდა გადახტეთ” და ვიდეო მეგობარს გაუზიარა.

მოსწავლეების მშობლებმა ამ ვიდეოს შესახებ შეიტყვეს და ძალოვანებს მიმართეს.

მილიციის თანამშრომლები, ე.წ. განათლების დეპარტამენტის თანამშრომლებსა და ფსიქოლოგთან ერთად, სკოლაში მივიდნენ, სადაც მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან ახსნა-განმარტებითი საუბარი გამართეს. მათ შორის, ისაუბრეს იმაზე, რომ ინტერნეტში ბავშვების ქმედებების გაკონტროლებაა აუცილებელი.

კიდევ ერთი ასეთი შეხვედრა დღეს, 5 მარტს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები