“მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონივრულია და ომი არავის სჭირდება” – ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, “საქართველოს მთავრობას ომი არ სჭირდება“.

ამის შესახებ მან ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე თქვა.

მისი თქმით, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, საქართველო, ამერიკელების მხარდაჭერით, უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე.

„ჩვენ, აფხაზები საკუთარ თავს ვეკითხებით, რატომ არ აწერენ ხელს შეთანხმებას? ნუთუ საქართველოს ომი სურს? ან ამერიკელებს უნდათ მეორე ფრონტის გახსნა? ცირკულირებს ასეთი ინფორმაცია, რომ ამერიკელები მეორე ფრონტის გახსნას აპირებენ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, საქართველოს ხელისუფლება გონივრულია, ომი არავის სჭირდება, მათ შორის, თავად საქართველოსაც. იმიტომ, რომ დღევანდელი საკანონმდებლო ბაზის მიხედვით, აფხაზეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესია, არის აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას არ გააკეთებს“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები