ევროკავშირი უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას გეგმავს

ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ არის დაინტერესებული რუსეთთან სამმხრივი შეთანხმების გახანგრძლივებით.

ამის შესახებ მან ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციის და ენერგეტიკის საკითხებზე ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, “ახლა მთავარი აქცენტი უნდა იყოს უკრაინის მხარდაჭერასა და იმაზე, თუ როგორ იყოს გამოყენებული უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემა და გაზის საცავები მომავალში, რომ მათი ინტეგრაცია ევროპულ ბაზარზე მოხდეს“.

მისი თქმით, უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტას ევროკავშირი 2025 წლიდან გეგმავს.

„გაზპრომს“ და „ნაფტოგაზს“ შორის სატრანზიტო ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 31 დეკემბერს იწურება. გასულ წელს ამ მარშრუტით 14 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზი იყო ტრანსპორტირებული, ძირითადად, ევროკავშირის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში.

„ეს წელი უნდა დავასრულოთ ჩვენს სისტემაში კიდევ უფრო ნაკლები რუსული გაზით“, – დასძინა ევროკომისიის წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები