რუსეთში, ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ აქციებზე 130-მდე ადამიანი დააკავეს

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ აქციებზე ქვეყნის 19 ქალაქში 128 დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადაცვითი ორგანიზაცია OVD-Info ავრცელებს.

მათივე ცნობით, პოლიციის თითოეულ განყოფილებას შეიძლება უფრო მეტი დაკავებული ჰყავდეს, ვიდრე მათ მიერ გამოქვეყნებულ სიებშია აღნიშნული.

როგორც ცნობილია, ყველაზე მეტი, 31 ადამიანი ნოვოსიბირსკში დააკავეს. 19 ადამიანია დაკავებული ეკატერინბურგში, ხოლო მოსკოვში – 17.

შეგახსენებთ, რომ ​ალექსეი ნავალნი რუსეთის ციხეში 16 თებერვალს გარდაიცვალა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დღეს მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები