საფრანგეთმა უკრაინისთვის 100 დრონი შეუკვეთა

საფრანგეთმა უკრაინისთვის 100 დრონი Delair შეუკვეთა, რომელიც უკრაინას ამ ზაფხულს გადაეცემა.

ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.

„ინოვაციური პროგრამის ფარგლებში, საფრანგეთი Delair​-ს 100 დისტანციურად მართვად დრონს შეუკვეთავს, რომლებიც უკრაინას ამ ზაფხულს გადაეცემა. მთლიანობაში, ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია 2 ათას ერთეულს შეუკვეთას ჩვენი და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.

Delair არის დრონების ფრანგული მწარმოებელი, რომლებიც სხვადასხვა სფეროში გამოიყენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები