პოლონეთი უკრაინული საქონლის იმპორტის აკრძალვის გაფართოებით იმუქრება

პოლონეთმა შესაძლოა, უკრაინული საქონლის იმპორტზე ახალი აკრძალვა დააწესოს, თუ ევროკავშირი არ შესთავაზებს პოლონეთის და ევროპული ბაზრების დასაცავად ეფექტურ გზას.

ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„ჩვენ განვიხილავთ ემბარგოს სხვა პროდუქტებზე, თუ ევროკავშირი არ იპოვის უფრო ეფექტურ გზებს პოლონეთის და ევროპის ბაზრების დასაცავად“, – თქვა მან.

პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში ფერმერები უკმაყოფილებას გამოთქვამენ უკრაინული პროდუქციის იმპორტისთვის შექმნილი კონკურენციით და აგრძელებენ პროტესტს უკრაინის საზღვართან და ითხოვენ აკრძალვის გავრცელებას, ასევე, უკრაინულ ხილზე, კვერცხსა და ხორცზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები