ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში გვიან ღამით ჩავიდა.

ამის შესახებ AFP იტყობინება.

ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა – იგლი ჰასანმა ზელენსკის ვიზიტს “გარდამტეხი მომენტი” უწოდა „უკრაინასთან ორმხრივი კავშირებისა და სოლიდარობის გასაძლიერებლად, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მის გმირულ ბრძოლაში“.

უკრაინის საკითხზე სამიტის ფარგლებში, ზელენსკი ალბანეთის პრემიერმინისტრს, ედი რამას და სხვა რეგიონულ ლიდერებს შეხვდება.

თებერვლის დასაწყისში ალბანეთში ვიზიტის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა  – ენტონი ბლინკენმა უკრაინისადმი ტირანის მხარდაჭერა შეაქო.

“ალბანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას სამხედრო დახმარება გაუგზავნა – იარაღი, საბრძოლო მასალა, ნაღმის საწინააღმდეგო მანქანები – და ამჟამად, იმ ქვეყნების ათეულშია, რომელიც უკრაინის მხარდაჭერას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს”, – თქვა სახელმწიფო მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები