ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გადაწყვეტილება 536 ხმით მიიღეს, წინააღმდეგი იყო 40 დეპუტატი, ხოლო 39-მა თავი შეიკავა.

უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას უნგრეთის პრემიერმინისტრი ეწინააღმდეგებოდა.

1-ელ თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირის რიგგარეშე სამიტი გაიმართა, სადაც წევრი ქვეყნის ლიდერები უკრაინისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები