“უკრაინის არმიამ 444 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა” – შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის  თავზე უკრაინის არმიამ 444 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა.

ამასთანავე, მას არ დაუკონკრეტებია, შედის თუ არა ამ რიცხვში დაჭრილებიც.

აღსანიშნავია, რომ სერგეი შოიგუს მონაცემი თითქმის ათჯერ აჭარბებს იმ მონაცემს, რომელიც უკრაინის ლიდერმა რამდენიმე დღის წინ გაახმოვანა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ომის ორი წლის თავზე 31 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

მანვე დასძინა, რომ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობას ვერ ასახელებს, რადგან რუსეთს ეცოდინება, რამდენმა ადამიანმა “დატოვა ბრძოლის ველი”.

რაც შეეხება რუსეთის არმიის დანაკარგებს, ზელენსკის თქმით, 180 ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 500 ათასი ადამიანი დაჭრილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები