ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ აპირებს.
ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას თქვა.
„ნატოს მოკავშირეები უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ. ჩვენ ამას 2014 წლიდან ვაკეთებთ და სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გავააქტიურეთ ეს საქმიანობა. მაგრამ უკრაინაში ნატოს ჯარების განთავსება არ იგეგმება“, – ციტირებს მას Associated Press-ი.
26 თებერვალს პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა, რომ უკრაინის მხარდაჭერის ფარგლებში ქვეყანაში დასავლეთის სახმელეთო ჯარების გაიგზავნოს. თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს.