“პოლონეთი უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ განიხილავს” – ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო

პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარი ტომჩიკმა განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინაში სამხედროების გაგზავნის იდეას არ განიხილავს.

ამის შესახებ მან ​Polsat-ზე თქვა.

მისი თქმით, “პოლონეთში ასეთი იდეა და პროექტი არ არსებობს”.

მან ასევე დასძინა, რომ, საფრანგეთსა და გერმანიაში დონალდ ტუსკის ვიზიტის შემდეგ, დასავლელმა პარტნიორებმა იარაღის სფეროში ახალი პროექტების განხილვა დაიწყეს.

26 თებერვალს პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების საკითხი განიხილებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა, რომ უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ჯარების გაგზავნა მოხდეს. თუმცა, იქვე დასძინა, რომ საკითხზე კონსენსუსი მიღწეული არ არის.

შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, პოლონეთის პრეზიდენტმა – ანჯეი დუდამაც თქვა, რომ ამ საკითხის გარშემო მწვავე დისკუსია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები