“აფხაზეთის დეოკუპაცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა” – არძინბამ ბჟანიას USAID-ის საქმიანობა გააცნო
ოკუპირებულია აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადებით, გაეროს სტრუქტურებთან ერთად, ე.წ. რესპუბლიკაში USAID-ის საქმიანობა მიზნად ისახავს “აფხაზეთის დეოკუპაციას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, კრემლის მავნებლური გავლენის შემცირებას”.
ამის შესახებ მან დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე თქვა.
მისი თქმით, ე.წ.საგარეო უწყებამ USAID-ის ვებსაიტი შეისწავლა და აღმოაჩინა “დიდი რაოდენობის საინფორმაციო მასალა, სადაც ღიად წერია, რომ ამ ორგანიზაციის დაფინანსების მთავარი მიზანია მის მიერ აქ, აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჩვენს სახლში განხორციელებული პროექტების მთავარი მიზანი – აფხაზეთის დეოკუპაციაა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, კრემლის მავნებლური გავლენის შემცირება”.
“ანუ, USAID-ის სტრუქტურა გაეროსთან ერთად ღიად, დაუფარავად აღიარებს, რომ მათი საქმიანობის მთავარი მაზანია ჩვენი სახელმწიფოთაშორისი დიალოგის დარღვევა. ამიტომ, ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ და მზად ვართ, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს მოსახლეობას მივაწოდოთ”,- თქვა ინალ არძინბამ.