ეგვიპტეში ბორნის ჩაძირვას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტეს დედაქალაქიდან ახლოს, ნილოსში ბორანი ჩაიძირა, რასაც, სულ მცირე, 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბორტზე 15 ადამიაინი იმყოფებოდა.

ამის შესახებ ABC News-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.

ხუთი გადარჩენილი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მოგვიანებით გაწერეს.

მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

ეგვიპტეში ბორნებზე, რკინიგზასა და გზებზე ავარიები ხშირია, ძირითადად – ცუდი მოვლისა და რეგულაციების არარსებობის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები