“კუხო გათიშული და გაყინულია” – სომხეთის პარლამენტის სპიკერი
სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ კუხო გათიშულია და არ ფუნქციონირებს.
„კუხო-ს ერთი კითხვა დავუსვით, რომელიც პასუხგაუცემელი დარჩა. სად არის კუხო-ს პასუხისმგებლობის ზონა, ცნობთ თუ არა სომხეთის რესპუბლიკის საზღვრებს, რა საზღვრებში შეუერთდა სომხეთი კუხო-ს?“ – თქვა სიმონიანმა.
რესპუბლიკის პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, სიმონიანმა თქვა, რომ “პრემიერმა ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ კუხო-ში ჩვენი არმონაწილეობა გაყინულ ურთიერთობებს წარმოადგენს“.