ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ “ჰამასი” და ისრაელი ზავს უახლოეს პერიოდში მიაღწევენ 

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენის იმედოვნებს, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლი 4 მარტისთვის შეწყდება.

ყატარში მხარეები შეთანხმებას სულ უფრო მიუახლოვდნენ, რომლის მიზანი, სხვა საკითხებთან ერთად, მძევლების გათავისუფლებაა.

ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა რამდენიმე დღეში დაიწყება.

”იმედი მაქვს, შაბათ-კვირის დასაწყისში, შაბათ-კვირის ბოლოს. ჩემი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მეუბნება, რომ მიზანთან ახლოს ვართ. ახლოს ვართ. ჯერ არ დაგვისრულებია. იმედი მაქვს, რომ მომავალ ორშაბათს ზავს მივაღწევთ”,- თქვა ჯო ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები