ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
„წავალ, წავალ, წავალ”, – განუცხადა ლუკაშენკომ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე პარლამენტისა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ. მან უპასუხა კითხვას, აპირებდა თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნებზე წასვლას.
„არცერთი ადამიანი, არც ერთი პასუხისმგებლობის მქონე პრეზიდენტი არ მიატოვებს თავის ხალხს, რომლებიც მასთან ერთად წავიდნენ ბრძოლაში. რაც უფრო მეტად შეგბოჭავენ ისინი(იგულისხმება ოპოზიცია) თქვენ, მე და საზოგადოებას, მით უფრო მალე წავალ მე ამ არჩევნებზე. თქვენ არ იდარდოთ, ჩვენ ამას ისე გავაკეთებთ, როგორც ეს ბელარუსს სჭირდება“, – განაცხადა ლუკაშენკომ.