“ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რათა დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები, რომ საქართველოში იფრინონ” – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკის სამინისტრო ყველა ინსტრუმენტს იყენებს, რათა დავაინტერესოთ ამერიკული ავიაკომპანიები, რომ საქართველოში იფრინონ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ამერიკასთან ჩვენს ქვეყანას აქვს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს. თუკი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ერთ-ერთი თანმდევი პირობა ეს არის, არსებობდეს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ორქვეყანას შორის.

 

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები საქართველოსა და ამერიკას შორის ერთი მხრივ ცხადია, რომ უმნიშვნელოვანესია, თუმცა მეორე მხრივ ამას აქვს უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა. პირდაპირ რეისებს აქვს უდიდესი სტიმული გააძლიეროს ორქვეყანას შორის ხალხთაშორის კავშირი, უფრო მეტად გააძლიეროს ბიზნესების ურთიერთობა”, -განაცხადა ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები