ზელენსკიმ ტრამპს ფრონტის ხაზის მონახულებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპის იმ პირობაზე ისაუბრა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებს.

FOX News-თან საუბარში უკრაინის ლიდერმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტსა და პრეზიდენტობის კანდიდატს ბრძოლის ხაზის მონახულებისკენ მოუწოდა.

ზელენსკი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ აპირებს ტრამპი “ასეთი გმირობის” ჩადენას. მისი თქმით, შეუძლებელია, ტრამპმა “ომის ტრაგედია” ისე გადაჭრას, რომ ფრონტის ხაზი არ ჰქონდეს ნანახი.

​„სადაც ახსნის ყველაფერს, ახსნის – რას ფიქრობს, შესაძლოა, რაღაც იდეებიც აქვს. არ ვიცი… ნახავს, რა ხდება და ამის მერე, ვფიქრობ, გადაიფიქრებს. ყველამ გავიაზრეთ, რომ ამ ომში ორი მხარე არ არსებობს – არსებობს მხოლოდ ერთი მტერი და ეს არის პუტინის პოზიცია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ თქვა, რომ რუს ხალხს რუსეთის შიგნით რაღაცის შეცვლა შეუძლია, ასევე, პუტინის გადაყენება, მაგრამ ეს ხანგრძლივი და რთული ამოცანაა.

უკრაინის ლიდერი ამბობს, რომ პუტინს მხოლოდ ძლიერების ეშინია, ის სისუსტეს არ აღიქვამს – ეს ნიშნავს, რომ უკრაინა უნდა იყოს ძლიერი ბრძოლის ველზე და არ მისცეს რუსეთს ტერიტორიის ოკუპაციის შესაძლებლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები