აზერბაიჯანი პაკისტანისგან გამანადგურებლებს – JF-17C Block-III-ს ყიდულობს

აზერბაიჯანის საჰაერო ძალებმა და პაკისტანის აერონავტიკის კომპლექსმა გამანადგურებლების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

ამის შესახებ ინფორმაციას Air Operations Syndicate ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანი შეისყიდის JF-17C Block-III გამანადგურებლებს, ასევე, რეაქტიული თვითმფრინავების სასწავლო და საბრძოლო მასალას.

ხელშეკრულების ღირებულება 1,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

JF-17 მიიჩნევა “4+” თაობის გამანადგურებლად, თუმცა, მეხუთე თაობის ავიონიკას და იარაღს იყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები