“რუსეთი შვედეთის ჩრდილოეთში სამხედრო ობიექტებით არის დაინტერესებული და საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას” – ქვეყნის დაზვერვა

შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა (Sapo) ქვეყნის საფრთხეებთან დაკავშირებული ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, რომელშიც რუსეთისთვის დიდი ადგილია განკუთვნილი.

როგორც ჟურნალისტებს Sapo-ს ხელმძღვანელმა, შარლოტა ფონ ესენმა განუცხადა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გართულდა.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი „აწარმოებს უსაფრთხოებისთვის საშიშ აქტივობებს შვედეთის უკიდურეს ჩრდილოეთში“, წარმოადგენს ინდუსტრიული ჯაშუშობის მზარდ საფრთხეს, ასევე, აღინიშნება მისი საიდუმლო აგენტების რაოდენობის ზრდა.

”რუსეთის ინტერესი შვედეთის ჩრდილოეთით, პირველ ყოვლისა, შვედეთის სამხედრო შესაძლებლობებს ეხება”, – ნათქვამია მოხსენებაში.

Sapo აღნიშნავს, რომ, რუსეთის გარდა, შვედეთის წინააღმდეგ შესამჩნევ მტრულ აქტივობას ავლენენ ჩინეთი და ირანი.

შვედეთი 200 წელზე მეტია, ომებში არ ჩართულა და არც რომელიმე სამხედრო კავშირის წევრი ყოფილა, თუმცა, მაშინაც კი რუსეთს თავის მთავარ საფრთხედ მიიჩნევდა. მაგრამ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ, ნატოში გაწევრიანების სასარგებლოდ, შვედეთის საზოგადოების განწყობები მკვეთრად შეცვალა.

პროცესი დასასრულს უახლოვდება, განაცხადის რატიფიცირება მხოლოდ უნგრეთს დარჩა, რომელიც, სავარაუდოდ, უკვე 26 თებერვალს მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები