ღია წყაროებზე დაყრდნობით, BBC-მ, “მედიაზონა”-სა და მოხალისეთა ჯგუფთან ერთად, იმ რუსი სამხედროების ვინაობა დაადგინა, რომლებიც უკრაინაში, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, საომარი მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ.
ამ მონაცემების მიხედვით, დაღუპულია 45 123 სამხედრო.
მათგან მხოლოდ 6 614 ჯარისკაცი 2023 წლის ოქტომბრიდან – თებერვლამდე დაიღუპა, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ავდიივკაზე და დონეცკის რეგიონის მეზობელ რაიონებზე მიმდინარეობდა ბრძოლა.
ნეკროლოგების ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ ავდიივკაზე თავდასხმა მთავარ ტვირთად დააწვა “სამოქალაქო” პირებს – რუსეთის კოლონიიდან ტყვეებს, მოხალისეებსა და მობილიზებულებს.
2023 წელს რუსეთის რიგებში მსხვერპლი 27 906 ადამიანს შეადგენდა, რაც 57%-ით მეტია უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი წლის განმავლობაში.