უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული 11 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის მიერ გატაცებული 11 ბავშვი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„რუსეთის მიერ გატაცებული 11 უკრაინელი ბავშვი სახლში დაბრუნდა! რუსეთიდან და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში 6 გოგო და 5 ბიჭი დააბრუნეს.

უმცროსი დაბრუნებული ბავშვი 2 წლისაა, უფროსი კი 16-ის. ეს ბავშვები გადაურჩნენ რუსეთის მიერ მშობლიური ქალაქების ოკუპაციას, დაბომბვასა და დაზიანებებსა და ახლობლების სიკვდილს.

უკრაინა მადლიერია კატარის სახელმწიფოსი, ასევე UNICEF-ის დახმარებისთვის. ჩვენ დაუღალავად ვიმუშავებთ, რათა რუსეთმა დეპორტირებული ან იძულებით გადაყვანილი ყველა უკრაინელი ბავშვი სახლში მივიყვანოთ და ამ სასტიკ დანაშაულზე ყველა პასუხისმგებელი პასუხისგებაში მიეცეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები