ე.წ.სამხრეთ ოსეთის რადიოში რუსი “უცხოური აგენტების” სიმღერები აიკრძალა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ.სახელმწიფო რადიოსადგურ „IR“-ზე რუსი „უცხოური აგენტების“ სიმღერების გაშვება შეწყდა.
ამის შესახებ გამოცემა “საპა” წერს.
კერძოდ, ეთერებიდან გამქრალია – ზემფირას, ჯგუფ “Bi-2” და “მაშინა ვრემენი”-ს სიმღერები.
ერთ-ერთი წამყვანის თქმით, აღნიშული, დაახლოებით, ერთი კვირის წინ ”IR”-ის ხელმძღვანელობის მოთხოვნით მოხდა. მისივე თქმით, მანამდე მსგავსი მოთხოვნით რადიოში მსმენელებიც იმყოფებოდნენ.
„ერთმა მათგანმა მუსიკალურ რედაქტორთან საუბარში თქვა, რომ არ სურდა მოღალატეების მოსმენა. რომ ისიც რუსეთის მოქალაქეა და ამიტომ ითხოვდა ჩვენი ეთერებიდან უცხოელი აგენტების მუსიკის გაშვებას”,- თქვა მან.
როგორც წამყვანი ამბობს, რადიოში დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობდნენ – ამოეღოთ თუ დაეტოვებინათ ალა პუგაჩოვას რეპერტუარი.