დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 117-ე შეხვედრა გაიმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 117-ე შეხვედრა დღეს გაიმართება.
მონაწილეები გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამაზ გინტურის საკითხს, უკანონო ბორდერიზაციისა და დაკავებების ფაქტებს.
უსაფრთხოების გარდა მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა 2-თვიანი პაუზის შემდეგ იმართება.