აჭარაში მეწყერი 100-ზე მეტ სოფელში განვითარდა, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 200-ზე მეტი ოჯახი – თორნიკე რიჟვაძე

“მეწყერი 100-ზე მეტ სოფელში განვითარდა. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 200-ზე მეტი ოჯახი. გეოლოგიური დასკვნების შემდეგ მოხდება ამ ოჯახების თანამედროვე, უსაფრთხო საცხოვრისით დაკმაყოფილება”, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქედაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„შეფერხებები იყო შიდასახელმწიფო და შიდასასოფლო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე. დღეისთვის, გოდერძიმდე სრულად არის აღდგენილი შიდასახელმწიფოებრივ გზაზე მოძრაობა.“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო. უხვი ნალექის შედეგად განვითარებულ მეწყრულ პროცესებს მაღალმთიან აჭარაში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები