საბერძნეთში განათლების რეფორმის წინააღმდეგ სტუდენტების მორიგი აქცია გაიმართა
ათენში განათლების რეფორმის წინააღმდეგ, რომელიც კერძო უნივერსიტეტების დაშვებას გულისხმობს, მორიგი აქცია გაიმართა.
ამის შესახებ DPA წერს.
აქციაში მონაწილეობა ათასამდე ლექტორმა, სტუდენტმა, მოსწავლემ და საჯარო სექტორის სხვა თანამშრომლებმა მიიღეს.
სტუდენტები და მასწავლებლები აცხადებენ, რომ რეფორმა ცუდად იმოქმედებს საბერძნეთის საჯარო უნივერსიტეტების ხარისხზე და კიდევ უფრო შეამცირებს საჯარო განათლების დაფინანსებას.
საბერძნეთის მთავრობამ განათლების რეფორმის კანონპროექტი მოამზადა, რათა კარი გაუღოს იმ დაწესებულებებს, რომლებიც იმუშავებენ, როგორც უცხოური უნივერსიტეტების ფილიალები.
პარლამენტმა კანონპროექტს მიმდინარე თვეში უნდა უყაროს კენჭი.