“საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა” – აფხაზეთის ე.წ. შსს-მ “როსგვარდიასთან” შესაძლოა, შეთანხმება გააფორმოს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-მ “როსგვარდიასთან” შესაძლოა, შეთანხმება გააფორმოს.

შეთანხმების პროექტი „ნუჟნაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მე-2 მუხლში ნათქვამია: „მხარეები თანამშრომლობენ შემდეგ სფეროებში – საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; სახელმწიფო კონტროლი იარაღით ვაჭრობის სფეროში, კერძო უსაფრთხოების სფეროსა და დეტექტიური საქმიანობის სფეროში; ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების დაცვა; დანაშაულთან ბრძოლის მიზნით უსაფრთხოების მხარდაჭერის ღონისძიებების უზრუნველყოფა; სპორტული და კულტურული კავშირების განვითარება“.

დე ფაქტო ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები