რუსეთი და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ერთობლივ “ანტიტერორისტულ” წვრთნებს ჩაატარებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ტბაზე რუსეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და დე ფაქტო აფხაზეთის ერთობლივი “ანტიტერორისტული” წვრთნები 10 თებერვალს გაიმართება.

როგორც ე.წ. შს მინისტრმა, რობერტ კიუტმა თქვა, წვრთნებში “სამივე ქვეყნის უშიშროების ძალების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას”.

“ანტიტერორისტულ წვრთნებში ჩაერთვებიან აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს; “როსგვარდიის” და რუსეთის შსს-ს წარმომადგენლები, ასევე, სამხრეთ ოსეთის შსს-ს თანამშრომლები. წვრთნაში გამოყენებული იქნება მძიმე ტექნიკა და კატარღები, იმუშავებენ მყვინთავები“, – განაცხადა კიუტმა.

მისივე თქმით, ერთდღიან წვრთნებზე იგეგმება ტერორისტული ჯგუფის შეღწევის შემთხვევისთვის მოქმედებების პრაქტიკის შემუშავება.

ოპერაციის დროს დატბორილი მანქანის ეკიპაჟის გადასარჩენად უსაფრთხოების ძალები და მაშველები წყალზე და წყალქვეშ იმუშავებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები