ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო უწყება ფსოუზე დაკითხვების შესახებ ადგილობრივების შეშფოთებას გამოეხმაურა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო უწყება ფსოუზე რუსი მესაზღვრეების მიერ ადგილობრივების რამდენიმე საათიან დაკითხვასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ აღშფოთებას გამოეხმაურა.

ე.წ. უწყების მტკიცებით, “ზოგიერთ რესურსზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე მომხდარ ინციდენტებში, თითქოს, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქვეყნის ხელმძღვანელობაა ჩართული – მცდარია და რეალობას არ შეესაბამება”.

მეტიც, კომენტარში ნათქვამია, რომ “გასულ კვირას აფხაზურმა მხარემ რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აფხაზეთის რესპუბლიკაში, მიხეილ შურგალინს ამ ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შემოწმებისა და შესაბამისი რეაგირებისთვის ზომების მიღების მნიშვნელობაზე მიმართა”.

თუმცა, როგორც ადგილობრივი ტელეგრამის არხები წერენ, უცნაურია, რომ ე.წ. უწყებას ე.წ.ელჩისთვის შეშფოთების და “აფხაზეთის მოქალაქეების მიმართ ყოველივეს მიუღებლობის შინაარსით არ მიუმართავს”, ასევე, საზოგადოება მიმართვის ფაქტსაც ეჭვქვეშ აყენებს, რადგან ე.წ. უწყებას წერილის ასლი არ გამოუქვეყნებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები