ბჟანიამ ე.წ.პარლამენტში „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტი შეიტანა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტს განსახილველად „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა.

ამის შესახებ ე.წ. სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური იტყობინება.

კანონპროექტის მიხედვით, უცხოურ აგენტებად ჩაითვლებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და პირები, რომლებიც “აფხაზეთის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობენ და უცხოური წყაროებიდან იღებენ ფულს ან/სხვა ქონებას”.

დოკუმენტი ადგენს “უცხოური აგენტის სტატუსის მოპოვების წესს, რეესტრში ჩართვას და გარიცხავს, უცხოური აგენტის ვალდებულებებს და სტატუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს,  განსაზღვრავს პოლიტიკურ საქმიანობას”.

ე.წ. კანონის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლის და სხვა პასუხისმგებლობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები