ოკუპირებულ აფხაზეთში ელეტროსიგარეტის იმპორტი და მათი რეკლამა აკრძალეს
ოკუპირებულ აფხაზეთში “ვეიპების” იმპორტი, მათი რეკლამა და გავრცელება აიკრძალა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ე.წ პარლამენტის სესიაზე იქნა მიღებული.
როგორც სესიის დროს დეპუტატმა, ინარ გიცბამ თქვა, „ვეიპების იმპორტის, რეკლამისა და გავრცელების აკრძალვის კანონი რესპუბლიკის მოსახლეობის, განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად შემუშავდა”.
ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელი იანვრიდან – 2023 წლის 2 მაისამდე, ე.წ. რესპუბლიკაში 71 ათასზე მეტი ელექტროსიგარეტი შეიტანეს.