ყაზახეთს ახალი პრემიერმინისტრი ჰყავს
ყაზახეთის მეჟილისმა (პარლამენტმა) ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტზე პარტია AMANAT-ის მიერ წარდგენილი კანდიდატი – ოლჟას ბექტენოვი დაამტკიცა.
მინისტრთა კაბინეტის დანარჩენ წევრებს მომდევნო დღეებში დანიშნავენ.
ოლაჟას ბექტენოვი ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2023 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს.
2016 წლიდან ის ანტიკორუფციულ სამსახურში მუშაობდა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ქასიმ-ჟომარტ ტოყაევმა რესპუბლიკის მთავრობა გუშინ გადააყენა.
ალიხან სმილოვის მთავრობის გადაყენების მიზეზი დაზუსტებული არ არის, თუმცა, „კაზინფორმი“ წერს, რომ სმაილოვი არაერთი კრიტიკის სამიზნე გახდა, რომელიც დაკავშირებული იყო გათბობის პრობლემებთან; მაღაროში 4 მსხვილი ავარიისა და ხანძრების გამო, რომლებსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.