ინდოეთში სტიქიას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა – ძლიერმა ქარმა მამაკაცი ჰაერში აიტაცა, ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს

ინდოეთის ჩრდილოეთ შტატ უტარ-პრადეშში ძლიერი ქარიშხლის, მტვრის შტორმისა და ელვის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ელექტროგადამცემი ხაზები და ინფრასტრუქტურა.

ძლიერმა ქარმა მამაკაცი დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლეზე აიტაცა,- ამის შესახებ გაზეთი „ინდიან ექსპრესი“ წერს.

მამაკაცი თუნუქის ფარდულს ჩაეჭიდა, თუმცა, ძლიერმა ქარმა ნაგებობა ჩამოანგრია და კაცი მაღლა ააგდო. მან მრავლობითი დაზიანებები მიიღო, მაგრამ გადარჩა.

ინდოეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, გაზეთმა „The Economic Times“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უტარ-პრადეშის შტატში ქარიშხლის შედეგად, სულ მცირე, 104 ადამიანი დაიღუპა.

შტატის კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის კომისარმა, ჰარიკეშ ბჰასკარმა, განაცხადა, რომ ქარიშხალი სხვადასხვა რაიონში 36-დან 48 საათამდე გაგრძელდა.

ინდოეთის მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას ამინდის გაუარესებისა და ძლიერი ქარის შესახებ კვლავ აფრთხილებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები